საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატს მიუახლოვდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ერთადერთი თამაშის მოგება აშორებს.
ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ევრო-2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში, თბილისის “დინამოარენაზე” ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლა, ბუდუ ზივზივაძის დუბლით დაამარცხა (2:0) და ფინალში გავიდა.
საქართველოს ნაკრები გადამწყვეტ მატჩს 26 მარტს გამართავს, ისევ “დინამოარენაზე”. მისი მეტოქე კი ამაღამ გამოვლინდება, საბერძნეთისა და ყაზახეთის მატჩში.
სპორტული ჟურნალისტი. ბლოგერი. აშუქებს ქართული და უცხოური სპორტის ამბებს. არის ქართველ სპორტსმენთა შესახებ გამოცემული ოთხი წიგნის ავტორი; ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2012-2017 წლებში იყო „თავისუფლების დილის“ თანაწამყვანი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე – იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები სწორედ მშვიდობის დამყარებით დასრულდება – მინდა, უკრაინასა და მთლიანად ევროპის კონტინენტს ვუსურვო მშვიდობა

ირაკლი კობახიძე მზია ამაღლობელისა და ზვიად რატიანის საქმეებზე – მათი უფლებაა, სილა გააწნან ვისაც უნდათ, თუმცა სახელმწიფოს უფლებაა ამას გასცეს პასუხი – ნებისმიერ ასეთ ქმედებას გაეცემა პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით