დღეს, მერაბ კოკოჩაშვილის დაბადების დღეა

რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი დაიბადა 1935 წლის 21 მარტს, თბილისში.

მერაბ კოკოჩაშვილმა თავისი საქმიანობის განმავლობაში ქართველი, და არა მხოლოდ ქართველი, მაყურებლისთვის საყვარელი არაერთი მხატვრული ფილმი შექმნა და დღესაც აქტიურად განაგრძობს მუშაობას.

მან საქმიანობა კინოსტუდია „ქართული ფილმის” რეჟისორის ასისტენტის პოზიციით დაიწყო (1957-1960 წლები); 1976-2005 წლებში გახლდათ საქართველოს ტელეფილმების სტუდიის ხელმძღვანელი;

1989 წლიდან მერაბ კოკოჩაშვილმა პედაგოგიური საქმიანობაც დაიწყო, იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის პედაგოგი, ხოლო 1993-2006 წლებში კინოს ენისა და სტრუქტურული კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ასევე, მერაბ კოკოჩაშვილი გახლავთ ახალგაზრდა რეჟისორთა კავშირის – „ახალი სტუდია” დამფუძნებელი და დირექტორი.
რეჟისორმა 1986 წელს მიიღო საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, ხოლო 1987 წელს – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
მერაბ კოკოჩაშვილმა გადაიღო არაერთი საინტერესო და წარმატებული მხატვრული ფილმი: „ხმელი წიფელი” (1958), „არდადეგები” (1961), „მიხა”(1963), „დიდი მწვანე ველი”(1967), „გზა მშვიდობისა ჯაყო”(1973) და სხვ. დოკუმენტური: „თუ დაგივიწყო იერუშალაიმ”(2006), „ქართველი მამლუქები ეგვიპტეში”(2007), „ღვინის აკვანი” (2011) და სხვ. გადაღებულია ფილმებში: „მწვერვალი” (თემური, 1976), „არ იდარდო”(პორუჩიკი იშხნელი, 1968), „გიორგი სააკაძე” (პაატა, 1943).

News.ge ულოცავს სახელოვან რეჟისორს დაბადების დღეს.

მერაბ კოკოჩაშვილი – 8 ფოტო არქივიდან

 

 

ასევე დაგაინტერესებთ