სენაკის სასულიერო გიმნაზიის შენობიდან ფანჯარა ჩამოვარდა და ორ პედაგოგს დაეცა. შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ისინი სენაკის საავადმყოფო “არქიმედეში” გადაიყვანეს.
ერთ-ერთი მათგანი სამკურნალოდ სახლში გაწერეს, მეორე კი კლინიკაში, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მას თავის ტრამვა აქვს.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ემა გოგოხია