აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის შემადგენლობაში ცვლილება განიხილეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის შემადგენლობაში ცვლილება განიხილეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, მომხსენებლის, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვლადიმერ მგალობლიშვილის განცხადებით, ცვლილება უმაღლესი საბჭოს წევრის, გიორგი კირთაძის მიერ, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დატოვებას უკავშირდება.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შესაბამისი განცხადება კომიტეტში 2024 წლის 21 მარტს შევიდა.
„ამიერიდან, , საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში დამოუკიდებელი წევრის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კვოტას კი, გია აბულაძე შეავსებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”