აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 100 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა.
დახმარება ითვალისწინებს:
· სტინგერის საზენიტო რაკეტები;
· ერთი HIMARS და დამატებითი საბრძოლო მასალა;
· 155მმ და 105მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები;
· TOW იარაღის სისტემა;
· Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემები;
· 3 მილიონზე მეტი ვაზნა მცირე ზომის იარაღისთვის;
· ასაფეთქებელი საბრძოლო მასალა დაბრკოლებისთვის;
· აღჭურვილობა ცივი ამინდისთვის;
· სათადარიგო ნაწილები, ტექნიკური და სხვა დამხმარე აღჭურვილობა.