ბლინკენი კაიროში სისის ხვდება, ღაზაში ალ-შიფას ჰოსპიტალი კი საომარ ზონაშია მოქცეული

ხუთშაბათს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კაიროში ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ალ-სისის, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის თობაზე მოლაპარაკებების ფარგლებში შეხვდა.
ღაზაში ს შეტევა მეოთხე დღეა ალ-შიფას საავადმყოფოზეა ფოკუსირებული, რომელიც სექტორის ჩრდილოეთში ერთადერთი ნაწილობრივ მოქმედი სამედიცინო დაწესებულებაა. ადგილობრივებმა თქვეს, რომ კომპლექსის შიგნით ცეცხლში გახვეული შენობები დაინახეს.
ბლინკენმა არაბულ მაუწყებელ ალ-ჰადატს უთხრა: „ ვიღწვით ცეცხლის დაუყოვნებლად შეწყვეტისთვის, რაც მძევლების გათავისუფლებასთან იქნება დაკავშირებული. ამას შეეძლება დაუყოვნებლად მოჰგვაროს შვება ასე ბევრ ადამიანს, რომელიც ღაზაში იტანჯება – ბავშვებს, ქალებს, კაცებს.“
მან თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა ამ საკითხზე გაეროში რეზოლუცია მოამზადა.
ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები, ამ კვირაში, კატარში განახლდა, რომელიც დაახლოებით ექვსი კვირის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტას ეფუძნება, რასაც შეეძლება შექმნას საშუალება 40 ისრაელელი მძევალი ასობით პალესტინელზე გაიცვალოს, რომლებიც ისრაელის ციხეებში იმყოფებიან.
მთავარ წინააღმდეგობად ის რჩება, რომ „ჰამასი“ ამბობს, მძევლებს მხოლოდ იმ შეთანხმების ნაწილად გაათავისუფლებს, რომელიც ომს დაასრულებს. ისრაელი კი ამბობს, რომ მხოლოდ დროებით პაუზაზე ილაპარაკებს.

ასევე დაგაინტერესებთ