სომხეთმა ОДКБ-ს პარტნიორებს სამიტის დღის წესრიგიდან ამოეღოთ დოკუმენტი, რომელშიც სომხეთისთვის დახმარება განიხილება. ამის შესახებ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას ილაპარაკა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იმანგალი ტასმაგამბეტოვმა.
საუბარია ОДКБ-ს საბჭოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე, რომელიც უსაფრთხოების მიმართულებით სომხეთისთვის დახმარებას გულისხმობს.
“მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოკავშირემ მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, სომხურმა მხარემ დოკუმენტსადმი ინტერესი არ გამოავლინა და მუშაობის დასრულება გვთხოვა”. – ამბობს ტასმაგამბეტოვი.
14 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთი ОДКБ-ს კოლექტიური უსაფრთხოების სამიტს არ დაესრება.
2009 წლიდან დღემდე სომხეთს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სესია არ გამოუტოვებია.
2023 წლის იანვარში ფაშინიანმა სომხეთის ტერიტორიაზე ОДКБ-ს სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე უარი თქვა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ “მექმნება შთაბეჭდილება, რომ ОДКБ სომხეთს ტოვებს”. ასევე იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში პრემიერმინისტრმა თქვა, რომ უშიშროების სფეროში რუსეთზე სომხეთის დამოკიდებულება შეცდომა იყო.