უკრაინის EU-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით წინ უნდა წავიწიოთ – კალასი

ესტონეთის პრემიერმინისტრმა კაია კალასმა ბრიუსელში, სადაც ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი გაიხსნა, განაცხადა:
ვისაუბრებთ უკრაინაზე, ესტონეთმა ახლახან დაამტკიცა დახმარების მერვე პაკეტი 20 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებისა და იმედი მაქვს, რომ ყველა იმავეს გააკეთებს. მეორე საკითხი, რაც ძალიან მნიშვენლოვანია, იმედი მაქვს, რომ გავხსნით მოლაპარაკებებს უკრაინასთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ჩვენ ეს გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში მივიღეთ, ამიტომ წინ უნდა წავიწიოთ. მესამე საკითხი იქნება, უკრაინისთვის გაყინული თანხების გადაცემა, რათა დავეხმაროთ უკრაინას”, – განაცხადა კაი კალასმა.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში რამდენიმე საათის წინ ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი გაიხსნა. საქართველო ამ სამიტის დღის წესრიგში არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია