რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: აღებულია ავდეევკასთან მდებარე კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი

ხუთშაბათს ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა აიღეს უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელი ტონენკოე. ეს მოხდა „დაჯგუფება ‘ცენტრის’ ქვედანაყოფების შეთანხმებული მოქმედებების შედეგად“, – ნათქვამია რუსეთის სამხედრო უწყების განცხადებაში. უკრაინის მხარეს ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინის გენერალური შტაბის დილის ანგარიშში ტონენკოე მოხსენებულია იმ დასახლებულ პუნქტებს შორის, რომელთა რაიონში უკრაინის ჯარები აკავებდნენ მოწინააღმდეგის იერიშებს.
ტონენკოე განლაგებულია ავდეევკის დასავლეთით. ეს უკანასკნელი რუსეთის ჯარებმა თებერვალში დაიკავეს. რუსეთის სამხედრო ბლოგერები ტონენკოეს აღების შესახებ ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს იტყობინებოდნენ და აცხადებდნენ, რომ ავდეევკის აღების შემდეგ მოხერხდა უკრაინის თავდაცვის ხაზის გარღვევა. მაგრამ მოგვიანებით მათ აღიარეს, რომ სოფელში, რომელშიც ომამდე 300-ზე ოდნავ მეტი მოსახლე ცხოვრობდა, ბრძოლები გრძელდება.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა ორლოვკის აღების შესახებ. თუკი ეს ცნობა დადასტურდა, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ჯარებმა მაინც შეძლეს უკრაინის ჯარების თავდაცვის პირველი ზღვრის გადალახვა. მაგრამ უფრო დასავლეთით მდებარეობს გამაგრებული ზღვარი, რომელიც წყალსაცავების სისტემას ემყარება.
ფრონტის სხვა მონაკვეთებზე რუსეთის ჯარების რაიმე სხვა წინსვლაზე ცნობები არ ვრცელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – კიდევ ერთი დასტური მივიღეთ, რომ საქართველოში სახელმწიფო წაშალა „ქართულმა ოცნებამ“ – პრემიერს შეუძლია რაღაც დაავალოს ერთი შეხედვით დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის ხელმძღვანელს