Wizz Air პილოტებს Airbus Mate Suite და VPT კომბინირებული ტექნოლოგიით მოამზადებს

Wizz Air პირველი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც Mobile Airbus Training experience კომპლექტი (MATe) და Virtual Procedure Trainer (VPT) ტექნოლოგია დანერგა პილოტების მოსამზადებლად. ვირტუალურ რეალობაზე დაფუძნებული ტრენინგის მახასიათებლები საავიაციო ინდუსტრიისა და მედიის წარმომადგენლებს Wizz Air-ის სასწავლო ცენტრში 20 მარტს გააცნეს.
Wizz Air-მა თავისი პირველი სასწავლო ცენტრი ბუდაპეშტში 2013 წელს გახსნა, ხოლო წელს მეორე სასწავლო ცენტრი იტალიაში, რომში გაიხსნება. სასწავლო ცენტრები აღჭურვილია სამი Airbus A320 სრული ფრენისა და ფიქსირებული ბაზის სიმულაციური მოდელებით, კაბინის ევაკუაციისა და სახანძრო სატრენინგო სივრცეებით. ავიახომალდის ვირტუალური სასწავლო გადაწყვეტილებები Wizz Air-ის სასწავლო ცენტრის უახლესი დამატებაა ბუდაპეშტში.
ავიაკომპანია 2030 წლამდე 4000 საფრენოსნო ეკიპაჟის მომზადებას და 300 ახალი A321neo და A321XLR თვითმფრინავის დამატებას გეგმავს.