რამდენი საშაურმეა საქართველოში? – სტატისტიკა

საქართველოში რეგისტრირებული საშაურმეების 30.9% თბილისშია. ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი “ქუჩის საკვების” – საშაურმის სტატუსით სულ 537 ბიზნესოპერატორია რეგისტრირებული.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, BMG-ისთვის მოწოდებული საჯარო ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებულია 537 საშაურმე (ბიზნესოპერატორი). მათ შორის: თბილისში – 166, აჭარაში – 53, გურიაში – 27, იმერეთში – 71, კახეთში – 58, მცხეთა-მთიანეთში – 6, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 6, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 40, სამცხე-ჯავახეთში – 40, ქვემო ქართლში -36, შიდა ქართლში – 34.