ბელგოროდი კვლავ დაიბომბა, რუსეთის მტკიცებით, ვამპირის 22 რაკეტა ჩამოაგდეს

რუსეთის ქალაქი ბელგოროდი კვლავ დაიბომბა.
ტელეგრამ-არხ BAZA-ზე წერენ, რომ დაშავებულია 4 ადამიანი. ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა ეს ცნობა დაადასტურა. აქამდე მან დაწერა, რომ გააქტიურდა საჰაერო განგაში, რომელიც საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
ს თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 ვამპირის 22 რაკეტა ჩამოაგდეს.
მარტის შუა რიცხვებიდან ბელგოროდის ოლქი და თავად რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ფაქტობრივად, ყოველ დღე იბომბება.
12 მარტის გამთენიისას უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეობრივმა დანაყოფებმა: ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ, რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა და ს ბატალიონმა გაავრცელეს ცნობები, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ. ეს ინფორმაცია გავრცელებული იყო ტელეგრამ-არხებზეც. პროუკრაინულმა ჯგუფებმა შეტაკებებისთვის ჯავშანტექნიკაც გამოიყენეს. გავრცელდა კადრები, სადაც, სავარაუდოდ, მათი ტანკების რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილებაც ჩანდა.
შეტაკებები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მოხდა. ლეგიონ რუსეთის თავისუფლებაში ამბობდნენ, რომ მათ კურსკის ოლქში საზღვრის გარღვევაც შეძლეს. ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, იყო შეტაკებები, თუმცა მოწინააღმდეგემ საზღვარი ვერ გაარღვია.
პროუკრაინულმა ჯგუფების რეიდები რუსეთის საპრეზიდენტო ს მსვლელობის დროსაც მიმდინარეობდა. რეიდების დაწყების წინ ჯგუფები მშვიდობიან მოსახლეობას აფრთხილებენ და მათ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. შეტევების დროს რამდენჯერმე გაჩერდა საარჩევნო უბნების მუშაობა.
მიმდინარე თავდასხმების ფონზე ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე “სანიტარული ზონის” შექმნის შესაძლებლობაზე საუბარი განაახლა.