„ათეულ მილიონობით დოლარს ყიდულობს ეროვნული ბანკი, ლარის გამყარება რომ შეაჩეროს და რეზერვები შეავსოს“ – რომან გოცირიძე

„ათეულ მილიონობით დოლარს ყიდულობს ეროვნული ბანკი, რათა ერთის მხრივ ლარის გამყარება შეაჩეროს, მეორეს მხრივ კი რეზერვები შეავსოს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი წერს და ლარის კურსის ბოლოდროინდელ რყევებს ეხმაურება.
„რატომ გაუფასურდა ლარიო, მოთქვამს ექსპერტობა.
სინამდვილეში ლარი ისე მყარდება, რომ ათეულ მილიონობით დოლარს ყიდულობს ეროვნული ბანკი, რათა ერთის მხრივ ლარის გამყარება შეაჩეროს, მეორეს მხრივ კი რეზერვები შეავსოს. არაა გამორიცხული, 150 მილიონ დოლარზე მეტი იყოს შესყიდული თებერვლის თვეში და მარტის პირველ ნახევარში. შეიძლება უფრო მეტიც. როდესაც ამ ინფორმაციას ეროვნული ბანკი შეგნებულად მალავს, როცა პირველ თებერვალს განხორციელებული ინტერვენციის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ თითქმის ორი თვის შემდეგ, 25 მარტს ამჟღავნებს, როცა ბიზნესს, ექსპერტებს და საზოგადოებას გაურკვევლობაში ამყოფებს, ეს არის მავნებლობა“, – წერს გოცირიძე.