რუსეთის თავდაცვის უწყება – ბელგოროდში უკრაინის მიერ გაშვებული Vampire-ის 10 რაკეტა ჩამოვაგდეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბელგოროდის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული RM-70 Vampire-ს ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის 10 რაკეტა ჩამოაგდეს.
„აღიკვეთა ს რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა ს ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე RM-70 Vampire ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის გამოყენებით. თავდაცვის სისტემებით ბელგოროდის ოლქში ათი რაკეტა ჰაერში განადგურდა“, – აცხადებენ უწყებაში.
მანამდე, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელგოროდში სარაკეტო თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა და ქალაქში განგაშის სიგნალისა და აფეთქებების ხმები ისმოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – საქართველოს ევროპისა და აშშ-სგან სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, მორალური მხარდაჭერა და ბევრი დამკვირვებელი არჩევნებისთვის, რადგან მომავალი ერთი თვის განმავლობაში მეტი ვერაფერი გაკეთდება – იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე უარესი კოშმარია