გიორგი პერტაია – ქართულ და ებრაულ კომპანიებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარება ჩვენი პრიორიტეტია

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ს საელჩოსა და ისრაელის ექსპორტის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.
მათივე ცნობით, გიორგი პერტაიამ შეხვედრის მონაწილე ბიზნეს სექტორს საქართველოს საინვესტიციო-ბიზნეს გარემო გააცნო და აღნიშნა, რომ ქართულ და ებრაულ კომპანიებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარება პალატის პრიორიტეტია.
„მან, ასევე ისაუბრა არსებულ გადასახადების სისტემაზე, მათ შორის საბაჟო პროცედურებსა და ტარიფებზე.
პალატის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ლოგისტიკურ ქსელზე, მათ შორის, შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, როგორც ერთ-ერთი უმოკლესი დამაკავშირებელი გზა აზიასა და ევროპას შორის.
შეხვედრის მიზანს საქართველოს ბიზნეს გარემოსა და ექსპორტ-იმპორტის შესაძლებლობების გაცნობა წარმოადგენდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება