გუშინ, 20 მარტს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ კორტანეთთან მომხდარ ავტოავარიას სატვირთო მანქანის მძღოლი ემსხვერპლა.
ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.