1-ელ აპრილამდე A კატეგორიის ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვები გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, მძღოლებს გასული წლის პირველი აპრილიდან საკუთრებაში გადაეცათ A კატეგორიის ტაქსის ნებართვები, რისი გააქტიურებისთვის ერთწლიანი ვადა ჰქონდათ.
„გაითვალისწინეთ, რომ 1-ელ აპრილამდე გაუაქტიურებელი ნებართვები გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც ვებგვერდზე – taxi.tbilisi.gov.ge, ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.