პრემიერი: ოპოზიციაში იციან, რომ არჩევნებს აგებენ …

ოპოზიციაში იციან, რომ არჩევნებს აგებენ – ის თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ერთადერთ რამეზე, ეს არის არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განცხადებით, „იმ კამპანიებს, რომლებსაც ოპოზიცია ცესკო-ს წინააღმდეგ აწარმოებს, წარმატების შანსი არ აქვს“.
„გასაგებია რისთვისაც ემზადება ოპოზიცია. იციან, რომ არჩევნებს აგებენ, თან ძალიან მწარედ. დღევანდელი მონაცემებით, საკონსტიტუციო უმრავლესობას ვიღებთ პარლამენტში. ასეთ პირობებში, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ერთადერთ რამეზე – ეს არის არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობა. ამას უკავშირდება, ბუნებრივია, ის კამპანიები, რომლებიც წარმოებს ცესკო-ს წინააღმდეგ. აბსოლუტურად უსუსურია ეს კამპანიები. შესაბამისად, წარმატების შანსი არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი აქციაზე დაკავებულებს – თუ კიდევ გამოქვეყნდება პროცესის ამსახველი რაიმე ფოტო სოციალურ ქსელში, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავ და შეიძლება სხდომაც დავხურო

მზია ამაღლობელმა შესაძლოა, დღეს სასამართლოს ჩვენება მისცეს – „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის პროცესს ევროკავშირის ოფისის, დანიის, შვედეთის, ესტონეთის და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან