ვალუტის მიმდინარე კურსი საქართველოში

ლარი დოლართან მიმართებაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საგრძნობლად გაუფასურდა. დღესღეობით $1-ის ღირებულება 2.71 ლარია, რამდენიმე დღის წინ კი $2,65-მდე იყო.
დეტალური ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ გადახვიდეთ საიტზე და იხილოთ დღევანდელი ვალუტის კურსი, გამოიყენოთ ვალუტის კალკულატაორი და შეადაროთ სხვადასხვა ვალუტები ერთმანეთს.
რამ გამოიწვია ვალუტის კურსის ცვლილება?
ვალუტის კურსის ცვლილება რამდენიმე ძირითადი ფაქტორით შეიძლება იყოს ახსნილი:
· უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ უძრავ ქონებაზე მზარდი მოთხოვნის ტენდენციის კლება
· ემიგრანტების მიერ საზღვარგარეთ გადმორიცხვების დაბალი აქტივობა
· ტურისტული ნაკადების შემცირება ზამთრის პერიოდში.
· ეკონომიკური ფაქტორები
რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ლარის კურსის გამყარებამ?
ბოლო რამდენიმე დღეს თუ არ ჩავთვლით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში რამდენიმე თვის განმავლობაში სტაბილურად მყარდებოდა. ლარის გამყარებამ დოლართან მიმართებაში შეიძლება გავლენა მოახდინოს:
· იმპორტის ფასებზე – როდესაც ლოკალური ვალუტა მყარდება, იმპორტირებული პროდუქტების ფასი მცირდება ხოლმე. შესაბამისად, უცხო ქვეყნებში წარმოებულ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა იზრდება.
· რამდენადაც ლარის მკვეთრი გამყარების დროს იმპორტირებული პროდუქტების ფასი მცირდება, ექსპორტირებული პროდუქტების ფასი უცხოური მყიდველისთვის შესაძლოა გაიზარდოს. ამიტომ ექსპორტისთვის ეს გარკვეული გამოწვევაა.
· გამყარებული ლარის კურსის პირობებში, მაღალი ინფლაცია მოსალოდნელი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა იმპორტზე არის დამოკიდებული.
· ინვესტიციების შემოდინება – მყარი ლოკალური ვალუტა ქმნის უფრო სანდო და საიმედო საინვესტიციო გარემოს, შესაბამისად იზრდება უცხოური ინვესტიციების შემოდინების შანსი.
· უძრავი ქონების გაყიდვის ზრდის ტენდენცია – როდესაც ეროვნული ვალუტა სტაბილურია, ეს ხელს უწყობს უძრავი ქონების გაყიდვებს, რადგან ადამიანები უფრო თამამად იღებენ სესხს და ყიდულობენ ბინებსა თუ სხვა ტიპის უძრავ ქონებას. ხოლო თუ ლარი მკვეთრად უფასურდება, ადამიანები როგორც წესი თავს იკავებენ სესხის აღებისგან და ელოდებიან სიტუაციის დასტაბილურებას.
არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, გაზაფხულზე ვალუტის მკვეთრი ცვლილება ნაკლებად არის მოსალოდნელი. მითუმეტეს, ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების საფუძველი არ არსებობს, თუ ბაზარზე რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა არ მოხდა.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, იზრდება ტურისტული ნაკადები, რა დროსაც ლარი, როგორც წესი, უფრო მყარდება ხოლმე.