გიორგი ზერეკიძე მიხეილ სააკაშვილს: მხოლოდ 6 წელი გაქვს მოსჯილი და შენს შვილებს მამა დაუბრუნდებათ, მაგრამ მე და კიდევ ბევრ ადამიანს ვეღარასოდეს დაგვიბრუნდებიან ჩვენი მამები, იმიტომ, რომ შენ ისინი მოკალი

გიორგი ზერეკიძე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, 14 წლის ასაკში დააკავეს, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს მის შვილებს მამა.
ზერეკიძის განცხადებით, სააკაშვილი სასჯელის მოხდის შემდეგ შეძლებს შვილებს დაუბრუნდეს, ხოლო მისი პრეზიდენტობის დროს მოკლული მამები ვერასდროს დაუბრუნდებიან შვილებს.
“შენ სამწუხაროდ მხოლოდ 6 წელი გაქვს მოსჯილი და ადრე თუ გვიან დაუბრუნდებათ შენ შვილებს მამა, მაგრამ მე და კიდევ ბევრ ადამიანს ვეღარასოდეს დაგვიბრუნდებიან ჩვენი მამები, იმიტომ რომ შენ ისინი მოკალი!!!” – წერს გიორგი ზერეკიძე Facebook-ზე.
ცნობისთვის, 2011 წელს რუს­თა­ვის N 6 დაწე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, გიორგი ზერეკიძის მამა, პატი­მა­რი მა­მუ­კა ზე­რე­კი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა, სიკვდილის მი­ზე­ზად დე­ნის დარტყმა დასახელდა. ცხედრისთვის ჩატარებული ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექსპერტიზით კი გამოიკვეთა, რომ ცხედარს სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება