ყაველაშვილი: როცა ჩვენზე ამბობენ, რატომ ინტერესდებიან მხოლოდ დასავლეთიდან ჩარიცხული თანხებით და არა – რუსეთიდანო …

„უამრავი კითხვა ჩნდება სხვადასხვა სემინარისა და მათი დონორების მიმართ. სწორედ ამიტომ ვითხოვდით გამჭვირვალობის შესახებ კანონს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
ს განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დონორებისგან ჩარიცხულ თანხებს პოლიტიკურ საქმიანობაში იყენებს.
„არასამთავრობო სექტორის დაფინანსებას რომ შევეხოთ, გავიხსენოთ NED-ის (დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის) თავმჯდომარის, კენ ვოლაკის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ სამოქალაქო სექტორს ვაფინანსებთ, მაგრამ თუ იქიდან ვინმე პოლიტიკაში მოქმედებს, ეს მიუღებელიაო, – სწორედ ამას ვგულისხმობდით, როცა გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ვითხოვდით და ის რუსულ კანონად მონათლეს.
ახლა კი, უამრავი კითხვა ჩნდება სხვადასხვა სემინარისა და მათი დონორების მიმართ. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დონორებისგან ჩარიცხულ თანხებს პოლიტიკურ საქმიანობაში იყენებს.
როცა ჩვენზე ამბობენ, რატომ ინტერესდებიან მხოლოდ დასავლეთიდან ჩარიცხული თანხებით და არა – დანო, იმ კანონით, რასაც რუსული უწოდეს, ისიც გამოჩნდებოდა, რუსეთიდან იყო თუ არა ჩარიცხული თანხა და – რა მიზნით. იმ კანონპროექტში მხოლოდ ფინანსების გამჭვირვალობასა და მიზნობრიობაზე იყო საუბარი და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას არავინ არ ეხებოდა“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.