უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული 31-ვე რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ ს მიმართულებით გაშვებული 31-ვე რაკეტა ჩამოაგდეს.
„21 მარტის ღამეს მტერმა თავდასხმა 11 „ტუ-95“-ის ტიპის ბომბდამშენიდან 2 „ისკანდერ-მ“-ის ბალისტიკური რაკეტით და 29 ფრთოსანი რაკეტით განახორციელა. (გაშვების ადგილები – ვოლგოდონსკი, ენგელსი – ს ფედერაცია)“, – აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები მონაწილეობდნენ.
შეგახსენებთ, 21 მარტის ღამეს, რუსებმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, კიევის დედაქალაქის სამ რაიონში ხანძარი გაჩნდა და ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – საქართველოს ევროპისა და აშშ-სგან სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, მორალური მხარდაჭერა და ბევრი დამკვირვებელი არჩევნებისთვის, რადგან მომავალი ერთი თვის განმავლობაში მეტი ვერაფერი გაკეთდება – იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე უარესი კოშმარია