ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი იწყება

ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი იწყება. სამიტის განმავლობაში ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების საკითხს, ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს, გაფართოების პოლიტიკას, საგარეო ურთიერთობების, მიგრაციისა და სოფლის მეურნეობის საკითხებს.
„ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ მხარდაჭერას ს სამხედრო აგრესიის საპასუხოდ. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს პრესრელიზში.
ამასთან ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, მათ შორის ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ბოსნია და ჰერცეგოვინაში, სა და მოლდოვაში.
„2023 წლის დეკემბრის შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერებმა მწვანე შუქი აუნთეს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, მას შემდეგ რაც ქვეყნებმა გადადგეს შესაბამისი ნაბიჯები. ლიდერებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, როდესაც მიღწეულ იქნება წევრობის კრიტერიუმებთან აუცილებელი შესაბამისობა. ამ მიზნით, მათ მოიწვიეს კომისია, რათა საბჭოს წარედგინოს ანგარიში პროგრესის შესახებ არაუგვიანეს 2024 წლის მარტისა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – საქართველოს ევროპისა და აშშ-სგან სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, მორალური მხარდაჭერა და ბევრი დამკვირვებელი არჩევნებისთვის, რადგან მომავალი ერთი თვის განმავლობაში მეტი ვერაფერი გაკეთდება – იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე უარესი კოშმარია