“დიდი გამოწვევა იყო რაჭაში მომხდარი ტრაგედია, ყველამ ვნახეთ, როგორ თავდაუზოგავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ მაშველები“ – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, “მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ მეხანძრე-მაშველებმა მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, 24 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობენ.

“ამ დიდი ტრაგედიის დროს მოქალაქეებთან ერთად ჩვენ დავკარგეთ ძალოვანი სისტემის თანამშრომლები. მე მინდა, პატივი მივაგო მათი და შინაგან საქმეთა სამინისტროს გმირულად დაღუპული ყველა თანამშრომლის ხსოვნას. მიუხედავად მეხანძრე-მაშველების ძალიან ბევრი გმირული მაგალითისა, პოლიტიკოსებისგან, თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირებისგან ბევრი შეურაცხმყოფელი, არასწორი და ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა მეხანძრე-მაშველების დღევანდელი აღჭურვილობისა და სამუშაო პირობების შესახებ. ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ, თუმცა იყო ბევრი მხარდაჭერაც. მინდა, მოგახსენოთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დღეს არის ყველაზე ძლიერი, ვიდრე აქამდე ყოფილა ეს სამსახური. 2023 წელი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის. ჩვენმა გმირმა მეხანძრე-მაშველებმა მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, 24 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობენ. მთელმა მსოფლიომ გაიგო ქართველი მაშველების გმირობის შესახებ მაშინ, როცა გასულ წელს რამდენიმე ასეული მეხანძრე-მაშველი თურქეთში გაემგზავრა და უწყვეტ რეჟიმში ჩაერთო ძებნა-შველისა და გადარჩენის ღონისძიებებში. ჩვენ ვნახეთ დამსახურებული მადლობები, როგორც რიგითი მოქალაქეების, ასევე, თურქეთის ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნურავის ექნება ილუზია, რომ მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა, მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს, ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე!

ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, გარედან წამოსულ ყველა დარტყმას ღირსეულად დავხვდით და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში