ირაკლი ქარსელაძე – 15 მეტროსადგურის მშენებლობა ქსელის გაყვანას ნიშნავს, რაც ბევრად ძვირი მშენებლობაა, ვიდრე საგზაო

როდესაც ინფრასტრუქტურულ დაპირებას იძლევი, შესაბამისი პირველადი ეტაპები მაინც უნდა იყოს განვლილი ამ დაპირების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი დაპირება ძალიან არასერიოზულია, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „გახარია – საქართველოსთვის“ პარტიის დაპირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც მეტროსდგურების მშენებლობას უკავშირდება.
როგორც ირაკლი ქარსელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, 15 მეტროსადგურის მშენებლობა ქსელის გაყვანას გულისხმობს, რაც ბევრად ძვირია, ვიდრე საგზაო მშენებლობა.
„როდესაც ინფრასტრუქტურულ დაპირებას იძლევი, შესაბამისი პირველადი ეტაპები მაინც უნდა იყოს განვლილი ამ დაპირების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი დაპირება ძალიან არასერიოზულია. მე არ ვარ რკინიგზის სპეციალისტი, მაგრამ თქვენ რაც ბრძანეთ, 15 მეტროსადგურის მშენებლობა, ეს ქსელის გაყვანას ნიშნავს, რაც ბევრად ძვირი მშენებლობაა, ვიდრე საგზაო მშენებლობა. 2012 წლის შემდეგ 16 000 კილომეტრი გზა გვაქვს გაკეთებული, მაგრამ კიდევ არის გზები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ეს არის პრიორიტეტი“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა