მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი მიმართვის ადრესატი სახელმწიფოს მეთაურია. მესამე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს ფაქტობრივად შეწყალების ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა. “თქვენ არც გამბედაობა გაკლიათ და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც შეგიძლიათ”, – მიმართა დაპატიმრებულმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილს. სააკაშვილმა დღეს მოქმედ პრეზიდენტს საერთაშორისო მედიასთან პოზიციონირებაც მოუწონა და ივარაუდა, რომ ოლიგარქ ივანიშვილთან დაპირისპირების გამო “ოცნების” გუნდი მას თეა წულუკიანით ჩაანაცვლებს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი