კოსტა სანიკიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება | მსახიობის საქმის ახალი დეტალები

მსახიობ კოსტა სანიკიძეზე თავდახმაში ბრალდებულ გიორგი გველესიანს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართელებენ. უცნობია რა გახდა სანიკიძეზე სასტიკი ანგარშსწორების მიზეზი, დაკავებული დუმილის უფლებით სარგებლობს და არაფერს ამბობს, რატომ გაიმეტა ახალგაზრდა მსახიობი.
სანიკიძე, რომელსაც თავდამსხმელმა დედისა და მცირეწოვანი ბავშვის თვალწინ მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 24 წლის ბრალდებული სისხლიანი ანგარიშსწორებიბს ადგილზე დააკავეს, მას გაქცევაც კი არ უცდია.