უკრაინამ კიდევ 59 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა. ისინი იდენტიფიცირებისთვის სამართალდამცავებსა და სამედიცინო ექსპერტებს გადაეცემა.
“დღეს მოვახერხეთ უკრაინის 94 დამცველის ცხედრის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება”, – აცხადებენ საკოორდინაციო შტაბში.
მათი განმარტებით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად, უკრაინამ ომში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები მოწინააღმდეგე მხარესაც გადასცა.
