არის თუ არა კავშირში ღარიბაშვილის გადაყენება სტოლტენბერგის ვიზიტთან? – რას გვიყვება ვალერი გელბახიანი

არის თუ არა კავშირში ღარიბაშვილის გადაყენება სტოლტენბერგის ვიზიტთან? – რას გვიყვება ვალერი გელბახიანი
ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.
– ბატონი ვალერი, შარშან, ნატო–ს ვილნიუსის სამიტზე, პრემიერ–მინისტრი არ მიიწვიეს. გადააყენეს ღარიბაშვილი და ნატო–ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თბილისში ჩამოვიდა. მართალია, წასული არ იყო, საპასუხო ნეგატიური განცხადებები მიაყოლა „ოცნებამ“, მაგრამ ფაქტია, ვიზიტი შედგა. ღარიბაშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აფერხებდნენ ნატო–სთან ინტეგრაციას, ისინი აფუჭებდნენ ურთიერთობებს, როგორც საზოგადოების ნაწილი ფიქრობს?
– არა, ბატონო,რა თქმა უნდა, არა! ნატო–ს პროტოკოლის ფორმატი არსებობს და იმის მიხედვით, სამიტზე თუ მისაწვევია რომელიმე ქვეყნის პირველი პირი, მიიწვევენ, თუ არადა, არ მიიწვევენ. ნატო პიროვნებებზე არასდროს აგებდა პოლიტიკას.
– მაშინ რა შეიცვალა ამ მოკლე ხანში? რას მივაწეროთ სტოლტენბერგის ვიზიტი?
– პერსონალურ საკითხს არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია საერთაშორისო ურთიერთობებში, მით უმეტეს, როდესაც ნატო–ზე ვლაპარაკობთ. თუ არ მოსწონთ ხელისუფლება, მისი არც ერთი წარმომადგენელი არ მოსწონთ, თუ ხელისუფლება მოსწონთ, მისი ყველა წარმომადგენელი მოსწონთ. ევროპას და ნატო–ს გაცხადებული პოლიტიკა აქვთ, რომ რუსეთს საბოლოოდ არ დაუთმობენ კავკასიას, მის გავლენას შეასუსტებენ პირველ რიგში სამხრეთ კავკასიაში. აგერ, ევროკავშირში ამბობენ, რომ სომხეთს უვიზო მიმოსვლა დაუწესონ და მერე მისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიცემაზეც დაფიქრდებიან. ჩვენ ეს სტატუსი უკვე მოგვცეს. შემთხვევით არ ხდება ეს ყველაფერი. ნატო არის ამ პოლიტიკური პროცესის ერთ–ერთი მოთამაშე და საქართველოს ნატო–ს და და ევროკავშირის წევრობა ძალიან მალე რეალობად უნდა იქცეს.
– მიუხედავად ჩვენი ხელისუფლების ს მიმართ სიმპათიებისა, მაინც თვლით, რომ არ ეტაპზე ნატო–ს წევრის კანდიდატობის შანსი გვაქვს?
– კი, გვაქვს. ისე არ არის საქმე, რადგან ესენი არიან ხელისუფლებაში, ნატო–ში არ მიგვიღებენ. შეეცდებიან, ესენი დაწნეხონ, ევროპულ ქცევის წესებში ჩასვან. კი, ამას დრო უნდა, მაგრამ ნატო–ს დიდი ბერკეტები გააჩნია და საბოლოოდ მიაღწევენ იმ მიზანს, რაც ქართველი ხალხის მიზანიც არის და კონსტიტუციაშიც გვიწერია. თუ გაჯიქდა ხელისუფლება და ს გაყალბების გზით შეეცადა ამ მახინჯი მმართველობის შენარჩუნებას, საერთაშორისო დამკვირვებლები, საზოგადოება, არ სცნობს შემოდგომით ჩატარებულ არჩევნებს და მერე სხვაგვარად წავლენ ხელისუფლებიდან. ეს ჩვენ გვეჩქარება ამ ხელისუფლების შეცვლა, ნატო–ს და ევროკავშირს არ ეჩქარებათ, ისინი მეთოდურად მიჰყვებიან თავიანთ გეგმებს და ასრულებენ. თუმცა, საერთაშორისო ვითარებიდან, გეო–პოლიტიკური ცვლებებიდან გამომდინარე, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ბევრი რამ დაჩქარდეს და „ქართულმა ოცნებამ“ თუ გააყალბა არჩევნები, შემოდგომით უკვე აღარ იყოს ხელისუფლებაში. ეს ხალხს მისცემს ლეგიტიმაციას, რომ ადგნენ და პირდაპირ გაყარონ ესენი. შესაბამისად, მერე დაჩქარდება ნატო–ში გაწევრიანების პროცესი. თუმცა, ვიმეორებ, ვინ იქნება ხელისუფლებაში, ნატო–სთვის გადამწყვეტი არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილის ევროპაში მოგზაურობა კონსტიტუციის დარღვევის, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის ბუკეტია – უცხოელმა რჩევის მიმცემებმა, ე.წ. ქარტიაზე ხელის მოწერით, ოპოზიციას ხელი მოაწერინეს საქართველოს ბანანის რესპუბლიკად გამოცხადების დოკუმენტზე

ირაკლი კობახიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან” დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს