პრემიერ-მინისტრი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა და სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ტყემალაძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე წარუდგინა.
შეხვედრაზე რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს და ცალკეულ მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების მიმართულებით სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
გუბერნატორებმა და მერებმა მთავრობის მეთაურისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – 22 მარტს მთავარი წირვა, სავარაუდოდ, სამებაში შესრულდება, ასევე წესის აგებაც და ამის შემდეგ მოხდება უწმინდესის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა

ირაკლი კაკაბაძე: პირადად ჩემთვის რთულია ობიექტურობა დავიჩემო საქართველოს აწ გარდაცვლილი კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართ. მე პირადად, პრაქტიკულად ბავშვობიდან უამრავი კარგი რამ მახსოვს მისგან, როგორც პიროვნებისგან