2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 5 დარგში ვარდნა დაფიქსირდა – მათ შორისაა უძრავი ქონების სექტორიც

საქსტატმა დღეს 2023 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა. 2023 წელს საქართველოს მშპ-ის ზომამ 80.2 მილიარდი ლარი შეადგინა, ეკონომიკის რეალური ზრდა კი 7.5% იყო. ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში ზრდა ფიქსირდება, თუმცა 5 სექტორში, მათ შორის უძრავი ქონებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში ზრდის ნაცვლად კლება იყო. უძრავი ქონების მიმართულებით არსებული კლება სავარაუდოდ, 2022 წლის პიკურ გაყიდვებთან შედარებით ბაზრის შემცირებით არის განპირობებული. ამ სექტორში კლებამ 2.5% შეადგინა.
ვარდნა დაფიქსირდა ასევე შემდეგ სექტორებშიც: ენერგეტიკის სექტორი (კლება 3.2%); ჯანდაცვის სექტორი (კლება 15.4%); სამთომოპოვებითი მრეწველობა (კლება 4%); წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა (კლება 11%) და სოფლის მეურნეობა (კლება 2.8%).