„თბილისი მშვენიერია“. ვასილი უტკინის 10 „ტვიტი” საქართველოს შესახებ

მოსკოვში 53 წლის ასაკში გარდაიცვალა ვასილი უტკინი – რუსი ჟურნალისტი და სპორტული კომენტატორი. ტელეგრამ-არხ Mash-ის ცნობით, უტკინის გარდაცვალების წინასწარი მიზეზი ფილტვის არტერიის ემბოლიაა.
უტკინი რუსული სპორტული ტელევიზიის ერთ-ერთი შემქმნელია. მუშაობდა НТВ-სა და НТВ+-ზე; უძღვებოდა გადაცემებს და სატელევიზიო კომენტარებს აკეთებდა ტელეკომპანია „Дождь-ზე”, რადიოსადგურ „Эхо Москвы-ზე”; ასევე თანამშრომლობდა სხვა რუსულ და უკრაინულ არხებთან. იბეჭდებოდა ჟურნალებსა და გაზეთებში. სატელევიზიო ჟურნალისტიკაში მისი კარიერა დაიწყო გადაცემა “ვზგლიადიდან”, რომელიც პოპულარული იყო “პერესტროიკის” დროს. უტკინი ასევე იყო რადიო თავისუფლების გადაცემის ხშირი სტუმარი.
ვასილი უტკინი თეატრშიც თამაშობდა. შესრულებული აქვს ასევე როლები მხატვრულ ფილმებში: “ს დღე”, “არჩევნების დღე 2″. ფლობდა სამოყვარულო საფეხბურთო კლუბ „ეგრისს“. უტკინის Youtube არხი გამოწერილი აქვს 600 ათასზე მეტ ადამიანს.
ვასილი უტკინი იყო 2011 წელს მოსკოვში სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამართული მიტინგის წამყვანი. ხელს აწერდა ჟურნალისტებისა და პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად შედგენილ პეტიციებს. 2018 წელს, კრემლის ზეწოლით, აუკრძალეს რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების კომენტატორობა. „ბოლო წლებში ფაქტობრივად ვერ ახერხებდა ტელევიზიებში მუშაობას, მათ შორის პოლიტიკური პოზიციის გამო”, – აღნიშნავენ მისი მეგობრები სოციალურ ქსელებში.
2020 წელს უტკინმა ხელი მოაწერა მიმართვას და გააპროტესტა ს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება, რომელიც აფართოებდა პრეზიდენტ პუტინის უფლებამოსილებებს და უფლებას აძლევდა მოსკოვს, არ შეესრულებინა საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებები.
ვასილი უტკინი თავს კოტე მახარაძის მემკვიდრეს უწოდებდა. ამბობდა, რომ თავისი პირველი რეპორტაჟი 1996 წლის შემოდგომაზე წაიყვანა: კომენტატორობადა უეფას თასის მატჩს „დინამოსა“ (თბილისი) და „ტორპედოს“ (მოსკოვი) შორის.
2012 წლის ბოლოს უტკინმა „ტვიტერზე” დაწერა:
„მე ხომ თბილისში არასდროს ვყოფილვარ, ერთხელაც კი. ისე ძალიან მომინდა!”
2013 წლის 5 მარტს უკვე საქართველოში მიფრინავდა:
”მაშ ასე, თბილისი გადაიშლება ჩემ წინაშე რამდენიმე… (მოკლედ, თვითმფრინავში ვზივარ.) არასოდეს ვყოფილვარ იქ!”
Პირველი შთაბეჭდილებები:
„თბილისი მშვენიერია. უბრალოდ მშვენიერია.”
პირველი რჩევა:
„თბილისში საუკეთესო რესტორანი „მეგრელებია“, თუ ვინიცობაა ვინმე ჩამოსვლას აპირებს (ჩამოსვლა კი აუცილებელია). და კიდევ: აუცილებლად უნდა შეუკვეთოთ წიწილა. ეს სამოთხეა!“
ერთი დღის შემდეგ:
„მსოფლიოში ცოტა რამე თუ შეედრება თბილისში თეთრი ღვინის მშვიდად სმით გამოწვეულ ნეტარებას, ქვევრის თავზე, „წისქვილში“ შეკრებილ მეგობართა წრეში“.
საქართველოდან წასვლის შემდეგ:
„მაინტერესებს, თბილისის დატოვებიდან რამდენი დღის შემდეგ გამიჩნდება კვლავ შიმშილის გრძნობა?.. ჯერჯერობით არაფერი მსგავსი. ო, საოცარო ახალო სამყაროვ!
2015 წლის დეკემბერი:
„ბიჭებო, საცივზე გავიწიე. ჩემი უფროსი თბილისელია, მაგრამ საერთოდ არ ვკითხავ მას. რა არის საკვანძო ნიუანსი? რომელი ფრინველია უკეთესი? ციცრის მომზადებას ვაპირებ. ”
2020 წლის მაისი:
„ბენჯამინ ბატონი რომ თბილისში ჩასულიყო, იქ რომ ეცხოვრა და გასუქებულიყო, ის იქნებოდა ბატონი ბატონი, მეტსახელად ბატონი“.
უტკინი იყო პრეზიდენტი და მფლობელი სამოყვარულო საფეხბურთო კლუბ „ეგრისისა“, რომელიც ჟურნალისტმა ლაშა ბახსოლიანმა 2014 წელს დააარსა. აი, რას წერდა უტკინი 2017 წელს:
„ეგრისი – იმ ქვეყნის უძველესი სახელია, რომელიც თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა“.
2019 წელს კი მან დეტალები გაამხილა:
„მაჩუქეს ჩემ მიერ პირველად წაყვანილი მატჩის პროგრამა. ეს იყო 1996 წლის შემოდგომაზე, „ტორპედო“ (მოსკოვი) და „დინამო“ (თბილისი) თამაშობდნენ. გადაცემაში იყო სიტყვა, რომელიც იმ დროს ჩემთვის არაფერს ნიშნავდა. არც კი ვიცოდი, რა იყო ეს. ახლა კი ეს სიტყვა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ძალიან უცნაურია“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილის ევროპაში მოგზაურობა კონსტიტუციის დარღვევის, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის ბუკეტია – უცხოელმა რჩევის მიმცემებმა, ე.წ. ქარტიაზე ხელის მოწერით, ოპოზიციას ხელი მოაწერინეს საქართველოს ბანანის რესპუბლიკად გამოცხადების დოკუმენტზე

ირაკლი კობახიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან” დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს