ისრაელის თავდაცვის ძალები – ალ-შიფას საავადმყოფოში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში 90-ზე მეტი ტერორისტია ლიკვიდირებული

ალ-შიფას საავადმყოფოში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში 90-ზე მეტი ტერორისტია ლიკვიდირებული, – ამის შესახებ ინფორმაციას ს თავდაცვის ძალები ავრცელებს.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში ჯარისკაცებმა ტერორისტების ლიკვიდაცია განახორციელეს და საავადმყოფოს ტერიტორიაზე იარაღი ამოიღეს, ასევე, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, პაციენტებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის და აღჭურვილობისთვის ზიანის მიყენება თავიდან აიცილეს“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი 300 პირი დაკითხეს და 160 მათგანი ისრაელში შემდგომი დაკითხვისთვის გადაიყვანეს.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაცია ორშაბათს დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ