ზურაბ ჩიკვილაძე ამერიკულ ჰოსპიტალში იმყოფებოდა

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე ქალაქ პრაღის მეექვსე ოლქის მერთან, იაკუბ სტარეკთან, მის მოადგილეებთან, მარიამ ჰოშეკთან და მარიანა ჩაპკოვასთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან ერთად, ამერიკულ ჰოსპიტალს ეწვია.
ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტუმრებმა, რომლებსაც ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორმა ირაკლი გოგოხიამ უმასპინძლა, კლინიკა დაათვალიერეს. როგორც ზურაბ ჩიკვილაძემ აღნიშნა, სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და პაციენტები მათთვის საჭირო, მაღალი ხარისხის მომსახურებას იღებენ.
„ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მქონე, მრავალპროფილური, მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებული კლინიკების არსებობა მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ჯანდაცვის მიმართულებით არსებული მუნიციპალური პროგრამები მზარდი ბიუჯეტით მოქალაქეებზეა მორგებული“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!