ლიეტუვაში თბილისის “იდიშური კვარტეტის” კონცერტი გაიმართა

ლიეტუვის მარტინას მაჟვიდასის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის “იდიშური კვარტეტის” კონცერტი გაიმართა.
„საქართველოს საელჩო გულითად მადლობას უხდის „იდიშური კვარტეტის“ წევრებს არაჩვეულებრივი კონცერტისთვის, რომლის ფარგლებშიც უზადოდ იქნა შესრულებული ქართული და იდიშური სიმღერები. აღსანიშნავია, რომ კონცერტმა მსმენელში დიდი მოწონება დაიმსახურა“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საღამოს ფარგლებში საქართველოში იდიშურ კულტურასა და ასევე ქართველი და ლიეტუველი ებრაელების კულტურულ კავშირებზე ისაუბრა ქართველმა მკვლევარმა ლაშა შაყულაშვილმა.