„საჭიროა სიფრთხილე გამოიჩინოთ…“- მეტეოროლოგი ამინდის გაუარესების შესახებ მიმართვას ავრცელებს

„საჭიროა სიფრთხილე გამოიჩინოთ…“- მეტეოროლოგი ამინდის გაუარესების შესახებ მიმართვას ავრცელებს
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე, ამინდის პროგნოზის შესახებ, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„ბოლო შეფასებების მიხედვით; დღეიდან (საღამოდან) საქართველოში, განსაკუთრებით დასავლეთში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა (51-100 კგ/მ2/12 სთ). მოსალოდნელია, რომ ნალექი(20 სმ-ზე მეტი) ამაღამ 1500 მ სიმაღლეზე , ხოლო ხვალ დღისით (ორშაბათი) ამინდის გაცივების გამო, მაღალ სიმაღლეებზე 900-1000 მ-ზე იქნება თოვლისა და ქარბუქის სახით, მთელს ქვეყანაში ხვალ იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა.
ზღვაზე იქნება ძლიერი შტორმი!
საჭიროა სიფრთხილე გამოიჩინოთ ისეთი ნეგატიურ მოვლენებთან, როგორიცაა წყალდიდობა, მეწყერი, ტრანსპორტის შეფერხება, ქარბუქი მთიან ზონაში.
მშვიდობას გისურვებთ“, – წერს ფარტენაძე.
„იცი, რომ უნდა წახვიდე, შენი წასვლა სჭირდება ოჯახს, მაგრამ არ იცი, სად მიდიხარ…“ – ზღვაში გასული მეზღვაურის ემოციური წერილი
VIDEO: უძველესი თილისმები, რომლებიც ბავშვის ოთახში უნდა დავდოთ