საქართველოში ეს კანონი რომ ყოფილიყო, ახლა ზუსტად გვეცოდინებოდა, რომელი იტყუება, „თბილისი პრაიდი“ თუ მისი დონორი

საქართველოში ეს კანონი რომ ყოფილიყო, ახლა ზუსტად გვეცოდინებოდა, რომელი იტყუება, „თბილისი პრაიდი“ თუ მისი დონორი
პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა მედიასთან „თბილისი პრაიდის“ მიერ გამართულ სემინარზე გააკეთა კომენტარი. როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომ საზოგადოებას სცოდნოდა, სხვადასხვა ორგანიზაცია დონორებისგან დაფინანსებას ზუსტად რისთვის იღებს.
„საქართველოში არც ერთი სფერო არ არის ისეთი გაუმჭვირვალე, როგორც NGO-ების დაფინანსება და NGO-ებისა და დონორების ურთიერთობა. სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი, რომ მიგვეღო კანონი უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ, ანუ ამერიკული აგენტების რეგისტირციის აქტის (FARA) ქართული ანალოგი. მოგეხსენებათ, მსგავსი კანონები, ოღონდ გაცილებით მკაცრი, მოქმედებს -ში, კანადაში, ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ისრაელსა და არაერთ სხვა ქვეყანაში. ანალოგიურ კანონს იღებს ახლა ევროკავშირიც.
საქართველოში ეს კანონი რომ ყოფილიყო, ახლა ზუსტად გვეცოდინებოდა, რომელი იტყუება, „თბილისი პრაიდი“ თუ მისი დონორი – გაეროს განვითარების პროგრამა. ფაქტია, რომ ერთი მათგანი იტყუება, ხოლო რადგან იტყუებიან, ე.ი. არის რაღაც, რისი დამალვაც მათ უნდათ. იმედია თავად გამოვლენ და ეტყვიან საზოგადოებას, რას და რატომ უმალავენ ხალხს. რა თქმა უნდა, არ მჯერა, რომ „თბილისი პრაიდი” სიმართლეს იტყვის, მაგრამ კარგი იქნება, თუ გაეროს განვითარების პროგრამას ჩაეკითხებით და მოსთხოვთ, მოგაწოდონ ინფორმაცია, რა ხდებოდა ამ კონფერენციაზე. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო კანონი, რომელიც აუცილებლად უნდა მიეღო ჩვენს ქვეყანას,“ – განუცხადა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებითა და გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით გაიმართა სემინარი. სემინარის შემდეგ „თბილისი პრაიდისა“ და გაეროს განვითარების ფონდში ურთიერთგამომრიცხავი და განსხვავებული განმარტებები გაკეთდა. „პრაიდმა“ თქვა, რომ იმსჯელეს რუსულ დეზინფორმაციაზე, ხოლო გაეროს განვითარების ფონდმა განმარტა, რომ სემინარი უმცირესობების უფლებებს ეხებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერ-მინისტრისთვის ოფიციალურ ვახშამზე თავშივე გასაუქმებლად გამიზნული დაპატიჟების ანულირებას საქართველოს წინაშე ბაიდენის ადმინისტრაციის დამარცხებისა და კაპიტულირების აქტის გაფორმების ტოლფასად მივიჩნევ

სწორედ გაგზავნილი მიწვევის გაუქმება ადასტურებს იმას, რომ ეს გახლდათ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული „სპეცოპერაცია”, რომელმაც ვაშინგტონის გათვლით, უნდა შეასუსტოს „ქართული ოცნების“ პოზიციები, რომ რაღაცით მაინც უშველოს ოპოზიციად წოდებულ აგენტურას

სამარცხვინოა აშშ-ს პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ოფიციალურ მიღებაზე მიწვეული სტუმრების სიიდან ამოიღო – მოსაწვევი გაგზავნეს, მხოლოდ იმიტომ, რომ გაეუქმებინათ