კრემლის თქმით, რუსეთის დასაცავად ერთადერთი გზა ბუფერული ზონის შექმნაა

მოსკოვმა 18 მარტს განაცხადა, რომ უკრაინის თავდასხმებისგან ს ტერიტორიის დაცვის ერთადერთი გზა ბუფერული ზონის შექმნა იქნება. ის რუსეთის რეგიონებს ს უსაფრთხო მანძილით დააცილებს, რათა მათ ამ რაიონებში რუსეთის მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნა ვერ შეძლონ.
კრემლმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გაკეთებულ მიმართვაში ახსენა, რომ არ გამორიცხავს უკრაინის საზღვართან ბუფერული ზონის შექმნის შესაძლებლობას. რუსეთში ჩატარებული კენჭისყრა დასავლეთში არადემოკრატიულ არჩევნებადაა მიჩნეული.
ჟურნალისტებთან სატელეფონო ზარით საუბრისას, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „რაც შეეხება [უკრაინის] დრონებით თავდასხმებსა და ჩვენი ტერიტორიის, საზოგადოებრივი ობიექტების, საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვას, ზომები უნდა იქნას მიღებული ამ ტერიტორიების დასაცავად”, – აღნიშნა პესკოვმა.
კრემლის პრესსპიკერის თქმით, „მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ ერთგვარი ბუფერული ზონის შექმნით, რათა ნებისმიერი საშუალება, რომელსაც მტერი ჩვენზე საიერიშოდ იყენებს, მოქმედების არეალის მიღმა აღმოჩნდეს”.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”