აბაშიძე: ამერიკის საელჩოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიმახსოვრონ, რომ …

ამერიკის საელჩოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიმახსოვრონ, რომ კრებსითი გიორგი ბურჯანაძეების, ლომჯარიების, გიგაურების და მათნაირების “მოსაზრებების” ფასი საზოგადოებაში, უდრის ნულს, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, -ის საელჩოს თანამშრომლის გიორგი ბურჯანაძის განცხადებას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმებას ითხოვს.
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ საელჩოს თითქმის ყველა თანამშრომელი, ელჩის გარდა, შეზღუდულია საჯარო პოლიტიკური კომენტარების გაკეთებისგან და გიორგი ბურჯანაძემ დაწერა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული მოწოდება.
„ნებისმიერი საელჩოს თითქმის ყველა თანამშრომელი, ელჩის გარდა, შეზღუდულია საჯარო პოლიტიკური კომენტარების გაკეთებისგან. ამ შემთხვევაში, “ცალ ფეხზე მდგომად” ცნობილმა გიორგი ბურჯანაძემ შესაბამისი დავალება მიიღო ზემდგომებისგან და დაწერა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული მოწოდება. ამერიკის საელჩოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიმახსოვრონ, რომ კრებსითი გიორგი ბურჯანაძეების, ლომჯარიების, გიგაურების და მათნაირების “მოსაზრებების” ფასი საზოგადოებაში, უდრის ნულს“, – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე: თუკი რამეს ვაკეთებთ, მიმართულია იმისკენ, რომ შევქმნათ ახალი ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ისტორია – ერთ-ერთი მიმართულება იქნება სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერება, ასევე, ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შენობების რეაბილიტაცია