„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – მიხეილ ჩინჩალაძის მეუღლემ, შვილმა და მამამ ოჯახის წევრებისგან საჩუქრად ჯამში 120 468 აშშ დოლარი მიიღეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახმა ბოლო ხუთ წელში ოჯახის სხვა წევრებისგან საჩუქრად 120 468 დოლარი მიიღო.
როგორც მათივე განცხადებაშია აღნიშნული, სწორედ ასეთი ფაქტების გამოკვლევას ისახავს მიზნად მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი.
„თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფის ლიდერის, აშშ-ის მიერ დასანქცირებული მიხეილ ჩინჩალაძის მეუღლემ, შვილმა და მამამ – მარიკა მარიკაშვილმა, რუსუდან და თამაზ ჩინჩალაძეებმა – ოჯახის წევრებისგან საჩუქრად ჯამში 120 468 აშშ დოლარი მიიღეს, 2019-2023 წლების დეკლარაციების თანახმად.
სწორედ ასეთი ფაქტების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გამოკვლევას ისახავს მიზნად მოსამართლეთა კეთილსინდისირების შემოწმების მექანიზმი, რომლის ამოქმედებასაც ევროკომისია გვთხოვს და მთავრობა ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე – ეს არის პოლიტიკური დემარში – აშშ-მ ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს – მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული