დიმიტრი პესკოვი – ნატო-ს მისწრაფებები კავკასიაში ყოფნა გაამყაროს, შეუიარაღებელი თვალით ჩანს – საეჭვოა, რეგიონში სტაბილურობის გაზრდა შეძლოს

ნატო-ს მცდელობები კავკასიაში გავლენა გაზარდოს, რეგიონის სტაბილურობას არ გაზრდის. ამის შესახებ ს პრეზიდენტის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, ნატო-ს მცდელობები, რომ წარმომადგენლობა გაზარდოს კავკასიაში “შეუიარაღებელი თვალით ჩანს”, რაც რეგიონში ვითარების სტაბილურობას ან პროგნოზირებადობას არ გაზრდის.
“ნატოს ზოგადი მისწრაფებები კავკასიაში თავისი ყოფნა გაამყაროს, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი და შეუიარაღებელი თვალით ჩანს. ასევე, არსებობს გაგება, რომ თავად ნატოს მცდელობებს, რამენაირად გაზარდოს თავისი გავლენა და წარმომადგენლობა, საეჭვოა, შეეძლოს კავკასიაში სტაბილურობის ან ვითარების პროგნოზირებადობის გაზრდა”, – განაცხადა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის თქმით, კავკასიის ქვეყნებს მსგავსი კონტაქტებისთვის “სუვერენული უფლება” გააჩნიათ.
“რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით, მაგრამ ძირითადად ვაპირებთ ორიენტაცია ვიქონიოთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის ინსტრუმენტებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანას რეგიონის ქვეყნებთან გააჩნია”, – განაცხადა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”