პუტინი ჩინეთს მაისში ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, მაისში ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. დიდი ალბათობით, ეს იქნება მისი პირველი საზღვარგარეთ ვიზიტი ახალი ვადით არჩევის შემდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” 5 წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დასავლურმა მთავრობებმა პუტინის ხელახლა არჩევა დაგმეს და შეაფასეს, როგორც უსამართლო და არადემოკრატიული. თუმცა, პუტინმა მილოცვები რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ბელარუსის ლიდერებისგან მიიღო.
“პუტინი ეწვევა ჩინეთს”, – განუცხადა “როიტერს” ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ. დეტალები სააგენტოს დაუდასტურა სხვა ოთხმა წყარომაც.
წყაროების თქმით, პუტინის ვიზიტი ჩინეთში, სავარაუდოდ, მაისის მეორე ნახევარში შედგება. ორმა წყარომ თქვა, რომ პუტინის ვიზიტი ევროპაში, ჩინეთის პირველი პირის, სი ძინპინის დაგეგმილ მოგზაურობამდე მოხდება.
კრემლმა თქვა, რომ პუტინის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი სავარაუდო ვიზიტთან დაკავშირებით, ჯერ არ გაუკეთებია.
ჩინეთმა და რუსეთმა “ულიმიტო” პარტნიორობის შესახებ 2022 წლის თებერვალში, ში ომის დაწყებამდე განაცხადეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მომავალ წელს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 150 მლნ ლარია გამოყოფილი, თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობისათვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად – 20 მლნ ლარი

ლევან სანიკიძე – დაკავებიდან სამი წლის შემდეგ აღარავის ეპარება ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვეა – მისი თავისუფლების გზა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე გადის