მოლდოვამ დნესტრისპირეთში საარჩევნო უბნების გახსნის გამო რუსი დიპლომატი გააძევა

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთში, საარჩევნო უბნების გახსნის გამო რუსი დიპლომატი გააძევა. ამის თაობაზე უწყებამ ს ელჩიც გამოიძახა სამინისტროში.
დიპლომატიურმა უწყებამ ოლეგ ვასნეცოვი ორჯერ დაიბარა იმის გასაპროტესტებლად, რომ დნესტრისპირეთის რეგიონში, სადაც რუსული ჯარი დგას, რუსეთის საპრეზიდენტო სთვის კენჭისყრის უბნები კიშინიოვის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც გაიხსნა.
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ თქვა, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დნესტრისპირეთში არღვევს მოლდოვის სუვერენიტეტს და მთავრობას ამაზე შესაბამისი რეაგირება ექნება.
ქვეყნის ურთიერთობა რუსეთთან კიდევ უფრო დაიძაბა 2022 წლის 22 თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთი ში კიდევ ერთხელ შეიჭრა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყება მოლდოვის მთავრობამ არაერთხელ და მკაცრად დაგმო. “ჩვენ არ გვსურს ურთიერთობა რეჟიმთან, რომელიც უდანაშაულო ადამიანებს ყოველდღე კლავს”, – თქვა სანდუმ.
სანდუს მთავრობამ სამშაბათს გაძევებული დიპლომატის ვინაობა არ დაასახელა. დნესტრისპირეთში 6 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. თავდაპირველად კი შეთანხმება მხოლოდ ერთი უბნის გახსნას გულისხმობდა, ისიც დედაქალაქ კიშინიოვში.
რუსეთის ელჩმა ბრალდებები უარყო და თქვა, რომ უბნების გახსნა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ მის მოქალაქეებს შესძლებოდათ ხმის მიცემა.
15-17 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ორშაბათს საარჩევნო კომისია აცხადებდა, რომ დათვლილი ბიულეტენების მიხედვით, მოქმედი პრეზიდენტი ხმების რეკორდული რაოდენობით და ამომრჩევლის 87%-ის მხარდაჭერით ლიდერობდა.
ვლადიმირ პუტინმა პრეზიდენტმა ქვეყნის მმართველობის ვადა მეხუთედ – 6 წლის ვადით გაიხანგრძლივა. დასავლეთის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ არჩევნები არადემოკრატიული და არასამართლიანი იყო.
საარჩევნო უბნები გახსნილი იყო რუსეთის მიერ მისი სხვა მეზობლების ოკუპირებულ ტერიტორიებზეც – უკრაინასა და საქართველოში.

ასევე დაგაინტერესებთ

მომავალ წელს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 150 მლნ ლარია გამოყოფილი, თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობისათვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად – 20 მლნ ლარი

ლევან სანიკიძე – დაკავებიდან სამი წლის შემდეგ აღარავის ეპარება ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვეა – მისი თავისუფლების გზა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე გადის