სლოვაკეთმა უნგრეთთან სასაზღვრო კონტროლი 23 დეკემბრამდე გაახანგრძლივა

სლოვაკეთმა უნგრეთთან სასაზღვრო კონტროლი 23 დეკემბრამდე გაახანგრძლივა , – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
დღეს, სლოვაკეთის მთავრობამ უნგრეთთან საზღვარზე დროებითი კონტროლის 23 დეკემბრამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, რათა არალეგალური მიგრაციის ახალი ტალღა აიცილოს თავიდან.
სლოვაკეთის მთავრობამ აღნიშნა, რომ 2023 წლის დასაწყისიდან ნოემბრამდე დაკავებულ არალეგალ მიგრანტთა რიცხვი წინა წლებთან შედარებით 500%-ით გაიზარდა, თუმცა დაკავებულთა რაოდენობა ნოემბრის პირველ კვირაში 1690-დან 29-მდე შემცირდა.
„შეიძლება დავასკვნათ, რომ შიდა საზღვრებზე კონტროლს, მეზობელ ქვეყნებში გატარებულ მსგავს ღონისძიებებთან ერთად, პრევენციული ხასიათი აქვს“, – ნათქვამია სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთმა სასაზღვრო კონტროლი 5 ოქტომბერს დააწესა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა