თურმე ოხანაშვილი მე-5 სართულზე ცხოვრობს, გამოდის თუ არა ნაცი? – გოცირიძე

„გამოდის თუ არა ბატონო ანრი “ნაცი“, რადგან აღმოჩნდა, რომ თურმე ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს“, – ამ კითხვით მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა მ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს.
გოცირიძე ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას. კერძოდ, საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას ანრი ოხანაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მეხუთე ვეტოა. მისი თქმით, ეს სიმბოლურია, რადგან „მეხუთე რას ნიშნავს და ვისთან ასოცირდება, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის“.
ოხანაშვილის სწორედ ამ განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რომან გოცირიძე, სადაც ს დაკომპლექტების წესზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.
„როგორც ბატონმა ანრი ოხანაშვილმა ბრძანა, ეს არის მეხუთე ვეტო. ასევე მან განაცხადა, რომ ვინაიდან ეს არის მეხუთე ვეტო, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ ნომერია ხუთი, ყოფილა “ნაცი“.
გამოდის თუ არა ბატონო ანრი “ნაცი“, რადგან აღმოჩნდა, რომ თურმე ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.