ხორცის წარმოებისთვის შესაძლოა პითონების მოშენება დაიწყონ

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი პითონების სახორცედ მოშენებას მიზანშეწონილად მიიჩნევს. მკვლევრებმა გამოიკვლიეს გველების 2 სახეობა – ბადისებრი პითონი და ბირმული პითონი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ასეთი წარმოება შეიძლება ეფექტიანი და ეკოლოგიური იყოს.
კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
პითონებზე ზრუნვა ძალიან მარტივი აღმოჩნდა. ისინი სწრაფად იზრდებიან შეზღუდული კვებითაც კი, მოიხმარენ მცირე საკვებს და აწარმოებენ ბევრ ხორცს.
მოხმარებული საკვების თანაფარდობა პითონებში წარმოებულ ხორცთან არის 1.2, რაც მათ დადებითად განასხვავებს სხვა ცხოველებისგან: ორაგული (1.5), ფრინველი (2.8), ღორის (6.0) და საქონლის ხორცი (10.0).
გველებს შეუძლიათ თვეობით შიმშილი სხეულის წონის დაკლების გარეშე, რაც მათ არასტაბილური წყლისა და საკვების დეფიციტის მქონე რეგიონებში მოშენებისთვის იდეალურს ხდის.
კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ პითონების მოშენება და გაზრდა ტყვეობაში, კომერციული მასშტაბებით ბიოლოგიურად და ეკონომიკურად მიზანშეწონილია.
თუმცა, ჯერჯერობით ეს მხოლოდ თეორიული ვარაუდია. პითონის ხორცის გემო ჯერ არ არის შესწავლილი და მათი მოშენების საჭიროებები ნაკლებადაა შესწავლილი, ვიდრე თბილსისხლიანი ცხოველების.

ასევე დაგაინტერესებთ