გავზარდოთ შავ ზღვაზე საბრძოლო შესაძლებლობები; დავსაჯოთ მოღალატეები – პუტინი ФСБ-ს

პუტინის განცხადებით, აუცილებელია სასაზღვრო ორგანოების საბრძოლო შესაძლებლობებისა და მობილური ჯგუფების ეფექტურობის გაზრდა არა მხოლოდ სახმელეთო, საზღვაო მიმართულებებითაც.
“ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ სასაზღვრო უწყებების საბრძოლო შესაძლებლობები და მობილური ჯგუფების ეფექტურობა არა მხოლოდ სახმელეთო, არამედ საზღვაო მიმართულებითაც. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ეხება შავ ზღვას”, – განაცხადა პუტინმა ФСБ-ის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
გარდა ამისა, მან სპეცსამსახურებს დაავალა, “ს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის” ხანდაზმულობის ვადის გარეშე დაისაჯონ “მოღალატეები”
“არ დავივიწყოთ ვინ არიან ისინი, ჩვენ დავსჯით მათ ხანდაზმულობის გარეშე, სადაც არ უნდა იყვნენ”, – პუტინი იმ პირებზე, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინის საზღვრიდან აქტიურ საომარ მოქმედებებს ახორციელებენ და რის გამოც ბელგოროდსა და კურსკის რეგიონებში მუდმივი საჰაერო განგაში და აფეთქებებია.

ასევე დაგაინტერესებთ

PACE-ს წარმომადგენლები – ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ბიძინა ივანიშვილი – ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მთელი სიმკაცრით გასამართლდეს