გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისარი – ისრაელის მიერ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე დაწესებული შეზღუდვები, შესაძლოა, შიმშილის ომის მეთოდად გამოყენებას წარმოადგენდეს

ისრაელის მიერ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე დაწესებული შეზღუდვები, შესაძლოა, შიმშილის ომის მეთოდად გამოყენებას წარმოადგენდეს, – ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა განაცხადა.
ს მიერ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე დაწესებული შეზღუდვების მასშტაბი და ის, თუ როგორ აგრძელებს იგი საომარი მოქმედებების წარმოებას, შეიძლება შიმშილის, როგორც ომის მეთოდის გამოყენებას წარმოადგენდეს, რაც ომის დანაშაულია.
საჭიროა აუცილებელი სერვისების სრულად აღდგენა, მათ შორის საკვების, წყლის, ელექტროენერგიისა და საწვავის მიწოდება“, – აღნიშნა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა.
ვოლკერ თურქის საპასუხოდ, ჟენევაში ისრაელის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ისრაელი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად ყველაფერს აკეთებს, მათ შორის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზებით.

ასევე დაგაინტერესებთ