ლოიდ ოსტინი – აშშ უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს

აშშ უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს, – ამის შესახებ -ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, რომ ის პირობები, რომელშიც უკრაინის არმია იბრძვის, უკიდურესად რთულია. სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოსახლეობა რუსული დრონების თავდასხმების შედეგად იტანჯება. ამიტომ ჩვენი დღევანდელი გზავნილი საკმაოდ ნათელია. აშშ უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს. ამას ჩვენი კოალიცია და თავისუფალი სამყარო არ დაუშვებს“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 315,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა.
„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ უკრაინას ის რესურსები მივაწოდოთ, რომელიც მას კრემლის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად სჭირდება“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

PACE-ს წარმომადგენლები – ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ბიძინა ივანიშვილი – ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მთელი სიმკაცრით გასამართლდეს