რა მოუტანა 23-მა ნოემბერმა, ალბათ ძალიან კარგად გვახსოვს ყველას, მგონია, რომ ერთ მდინარეში, რომელიც ძალიან დააბინძურეს, მეორედ შესვლას ქართველი ხალხი აღარ დააპირებს – მამუკა მდინარაძე

რა მოუტანა 23-მა ნოემბერმა, ალბათ ძალიან კარგად გვახსოვს ყველას, მგონია, რომ ერთ მდინარეში, რომელიც ძალიან დააბინძურეს, მეორედ შესვლას ქართველი ხალხი აღარ დააპირებს –
რა მოუტანა 23-მა ნოემბერმა, რომელზეც ადამიანები, ძალიან დიდი პროცენტი, იმედებს ამყარებდნენ, ალბათ ძალიან კარგად გვახსოვს ყველას – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავთან და 23 ნოემბრის მანიფესტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ყველამ იცის „ნაცმოძრაობის“ ცოდვები და მძიმე წარსული.
„რა მოუტანა 23-მა ნოემბერმა, რომელზეც ადამიანები, ძალიან დიდი პროცენტი ამ ქვეყანაში ამყარებდნენ იმედებს, ალბათ ძალიან კარგად გვახსოვს ყველას. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ერთ მდინარეში, თან იმ მდინარეში, რომელიც ძალიან დააბინძურეს, ძალიან დიდი ცოდვებით გაავსეს, მეორედ შესვლას ქართველი ხალხი ნამდვილად აღარ დააპირებს“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.